დავით სონღულაშვილი: რუმინეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე
რუმინეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხდა.
„ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, ემსახურება იმის გაცნობას, თუ რა სამუშაოები გასწია საქართველომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის, და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, – აცხადებს სონღულაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატში შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა სენატის პრეზიდენტს, ამ წუთებში კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.