შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რუმინეთი, რომელთანაც ჩვენ არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ ისტორიულად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს, ევროინტეგრაციის პროცესშიც იყოს ჩვენი ხმამაღალი მხარდამჭერი

ჩვენი სურვილია, რუმინეთი, რომელთანაც ჩვენ არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ ისტორიულად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს, ამ მხრივაც [ევროინტეგრაციის პროცესშიც] იყოს ჩვენი ხმამაღალი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუმინეთს აქვს განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, გამომდინარე სტრატეგიული პროექტებიდან, რომელიც ახლა იწყება, მათ შორის „შავი ზღვის ღრმაწყლოვანი კაბელი“, რომელიც დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთს. ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ ევროკავშირმა მიიღოს განახლებადი ენერგია რეგიონიდან, მათ შორის საქართველოდან. გარდა ამისა, რუმინეთს აქვს განსაკუთრებული როლი ახლანდელ ინტეგრაციის პროცესში, ვინაიდან მათ აქვთ განსაკუთრებული მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, ამიტომ ჩვენი სურვილია, რუმინეთი, რომელთანაც ჩვენ არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ ისტორიულად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს, ამ მხრივაც იყოს ჩვენი ხმამაღალი მხარდამჭერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები