შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს, ასევე, შეხვდება რუმინეთის პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები