სომხეთში ოპოზიცია მთავრობის შენობის ბლოკირებას გეგმავს და დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებს

Protesters sit in front of law enforcement officers near the government building during a rally to support ethnic Armenians in Nagorno-Karabakh following Azerbaijani armed forces' offensive operation executed in the region, in Yerevan, Armenia, September 20, 2023. REUTERS/Irakli Gedenidze

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვაზგენ მანუკიანმა ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობის აქციების დააანონსა. ამის შესახებ მან ერევანში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„აქციის დასრულების შემდეგ, ჯგუფურად წადით სხვადასხვა ქუჩებში, გადაკეტეთ ქუჩები საღამოს 21:30 საათამდე, რაც შეიძლება მოახდინეთ მათი პარალიზება.

ახლა უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დაჩოქების პროცესი, ხვალ, 11:00 საათზე, ამ შენობაში მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელიც ჩვენთვის ხელისუფლება არ არის. ხელისუფლება, რომელმაც არცახის გენოციდი გამოიწვია და ახლა სომხეთის საზღვრებს ემუქრება, არ არსებობს. ხვალ, დილის 10:00 საათიდან ალყას შემოვარტყამთ და არ დავუშვებთ მთავრობის სხდომის ჩატარებას. მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ყველგან მოაწყონ დაუმორჩილებლობის აქციები“, – მიმართა მანუკიანმა აქციაზე შეკრებილებს.

ამასთან, ერევნის საკრებულოს დეპუტატმა ანდრანიკ ტევანიანმა, დედაქალაქში, 22 სექტემბრის დილიდან, გზების სრული გადაკეტვისთვის მზადება გამოაცხადა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფართომასშტაბიანი შეტევა 19 სექტემბერს დაიწყო. ყარაბაღში დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანის აგრესიის გამო 200 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაიჭრა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. აზერბაიჯანული ოპოზიციური მედია იუწყება, რომ სამხედრო აგრესიის დროს 80 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები