ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია

ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები