მიხეილ სარჯველაძე: ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს

,,რეალობამ აჩვენა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მოგვიანებით განვითარებული მოვლენები აჩვენებს, აშკარად არის ნიშნები იმის, რომ რაღაც ფორმით ხელოვნური კრიზისი შეუქმნან ეროვნულ ბანკს.

„იყო ყოყმანის მომენტები, გარკვეული ინფორმაციები, რაც დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ საბჭოდან წასულმა ადამიანებმა მართებული გადაწყვეტილება არ მიიღეს. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები აჩვენებს, აშკარად არის ნიშნები იმის, რომ რაღაც ფორმით ხელოვნური კრიზისი შეუქმნან ეროვნულ ბანკს. როცა ხელისუფლების მიმართ იყო ბრალდება, რომ შესაძლო იყო ფინანსური სექტორი დაზიანებულიყო, ახლა თვალს ვადევნებთ ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური პრობლემა შეექმნას ეროვნულ ბანკს ფუნქციონირებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები