“ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს” – გურამ მაჭარაშვილი
“ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს”, – ამის შესახებ საქართველოს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მერამდენედ უნდა გამოჩნდეს, რომ ეს ხალხი პირდაპირი აგენტები არიან და ნებისმიერ საკითხს პოლიტიკისთვის იყენებენ. ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს. როცა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, მასზე დაცვის ეს მექანიზმი ვერ გავრცელდება. ანუ, ეს ბრძანება გამოიცა არა ფარცხალაძისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, უცხოური ხალხის წარმომადგენლების სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს – სტატუსი არ გვეკუთვნის, იარაღს ავიღებთო, რევოლუცია გვინდაო.
მათთვის პრეზიდენტი რეზიდენტი იყო და როცა მართლა რეზიდენტი გახდა, ახლა პრეზიდენტს ეძახიან. ეს მათი რეალური სახეა. ეს ხალხი ამერიკაზე, უკრაინაზე საუბრობს და არცერთ შემთხვევაში – საქართველოზე. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა იძირება და ჩვენ არ ჩავყვებითო. ეს ხალხი საქართველოში ამერიკისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან“, – განუცხადა „პირველ არხს“ მაჭარაშვილმა.