“დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს” – გურამ მაჭარაშვილი

“დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრინციპულობა არ აღმოაჩნდათ, როცა საკითხი დადგა სამშობლოსა და კონსტიტუციის დაცვისთვის, მათ ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ისტორია იწერება. ისე არ არის, ზეწოლას ვეღარ გავუძელი და გადაწყვეტილებას მივიღებო. არ ვიცი, ასეთი არასწორი და დასანანი გადაწყვეტილება, მაგრამ შესაბამისი ზეწოლა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი – ზეწოლა უცხოური ძალებისგან. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. აქ ფარცხალაძის დაცვაზე არ იყო საუბარი. მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით, მაგრამ სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ პრინციპულობა არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების დაცვის“, – განაცხადა „პირველ არხთან“ მაჭარაშვილმა.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები