ნათია თურნავა: ზოგადად, არანაირ ზეწოლას არ ვექვემდებარები

ზოგადად, არანაირ ზეწოლას არ ვექვემდებარები და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.

„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენს მოქალაქეებს წაადგებათ და მეტად დაიცავს“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები