მამუკა მდინარაძე: ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში ალბათ რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი და მაშინ თავად უნდა გადადგეს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნათია თურნავასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ ვნახეთ კლასიკური მაგალითი დამოუკიდებელ ინსტიტუტზე ზეწოლის, თავდასხმას და მცდელობა იმისა, რომ დააბულინგოს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და ამგვარად გადააყენოს თანამდებობიდან. თან არგუმენტი მოიტანა, ჩემი წარდგენილიაო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და ამიტომ უნდა გადადგესო. ვისი არჩეულიც არის, იმ ადამიანებში ალბათ რამდენიმე ერთეული აღარ მოიძებნება, ვისაც მოსწონს სალომე ზურაბიშვილი და მისი ქმედებები და მაშინ თავად უნდა გადადგეს”, – აცხადებს მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.