ეროვნულ ბანკს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცეპრეზიდენტი – ნიკოლოზ გაგუა თანამდებობას ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტების და საბჭოს წევრების პოზიციები დატოვეს არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამაც. ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიცია დატოვა ასევე გიორგი ბაქრაძემაც.