აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ 19 სექტემბერს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, მთიან ყარაბაღში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ე.წ. სახალხო დამცველმა, გეგამ სტეპანიანმა თქვა.
„03:00 საათის მდგომარეობით, არწახის ადამიანის უფლებათა ოფისში მიღებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 7-ს მიაღწია. მათ შორის – 3 ქალია, 2 ბავშვი და 2 მამაკაცი”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
19 სექტემბრის 20:00 საათის მდგომარეობით, დაღუპულთა ჯამური მაჩვენებელი 25 ადამიანი იყო, მათ შორის – 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამ დროისთვის, მსხვერპლის საერთო რიცხვი შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა.
Armenpress-ი წერს, რომ დაღუპულთა შორის არის ქალაქ მარტუნის ე.წ. მერი, აზნავურ საგიანი.