ერევანში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები გრძელდება – დაშავებულია 34 ადამიანი

ერევანში, მთავრობის შენობასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.

„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17-მა ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული აგრძელებს მკურნალობას. ერთს ოპერაცია ჩაუტარდა“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ერევანში, მთავრობის სახლთან შეკრებილები უწყების შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რისთვისაც მას 24-საათიანი ვადა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები