მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანს, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ და “ვითარების დარეგულირების მიზნით, მოლაპარაკებების” გამართვისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ყარაბაღის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სომხური Factor და Interfax-ი ავრცელებენ.
ცოტა ხნის წინ კი, აზერბაიჯანული მხარის განცხადება გავრცელდა, რომ მზად არიან ყარაბაღის წარმომადგენლებთან შესახვედრად იმ პირობით, რომ გაუქმდება “უკანონო რეჟიმი”.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
„ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა თეთრი დროშა უნდა აღმართონ, დაყარონ ყველა იარაღი, ხოლო ყარაბაღის უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ “ბოლომდე” გაგრძელდება.