ლიბიის აღმოსავლეთში, ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5300-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Anadolu ქვეყნის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
აღმოსავლეთ ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ათასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ლიბიის საპრეზიდენტო საბჭომ 12 სექტემბერს მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო დახმარების ჯგუფებს მიმართა, რომ აღმოსავლეთ რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებს დახმარება გაუწიონ.
ლიბიური მედიის ცნობით, 10 სექტემბერს ძლიერმა წვიმამ აღმოსავლეთ ლიბიის რიგ ქალაქებსა და დაბებში წყალდიდობა გამოიწვია, მათ შორის, ალ-ბაიდასა და დერნაში.
ვიდეო: პალესტინის საერთაშორისო მაუწყებლობა