“თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა” აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის

‘”თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა” იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და ონლაინ აკადემია Skillwill • სქილვილ -ის ერთობლივი პროექტია, რომელიც გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ისეთი კურსების შეთავაზებას, როგორიცაა IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.

”პროექტი ხელს შეუწყობს დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციას, ისინი, სრული დაფინანსებით შეისწავლიან ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები” აღნიშნა მინისტრმა. “სქილვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და დასაქმებას ისეთი მაღალანაზღაურებად სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები. ამ პროცესის მხარდაჭრისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას”, – ამბობს სქილვილის დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/uz3t9b9mykpyvEMLA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები