ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით – გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.