როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

    გარემოს ეროვნული საააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების ბიუროს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. როგორც გვაზავამ “კვირასთან“ განაცხადა, დასავლეთ საქართველოში 9 სექტემბერს წვიმის სახით უხვი ნალექია მოსალოდნელია. მისივე თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც იწვიმებს.
“ამინდის მკვეთრი გაუარესება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით 3 გრადუსით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება 9 სექტემბერსაც გაგრძელდება, რასაც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული ჰაერის გრილი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს. მოსალოდნელია ნალექი, ზოგან შესაძლებელია ინტენსიური წვიმა აღნიშნულ რიცხვში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს. ასეთივე ტემპერატურა მოსალოდნელი 11-12 ში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ტემპერატურის მკვეთრი დაკლება პარასკევამდე მოსალოდნელი არ არის“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები