The Insider: თურქული Bayraktar-ები მალიში “ვაგნერის” სამხედრო ბაზაზე შენიშნეს
თურქული უპილოტო საფრენი აპარატები – Bayraktar მალიში “ვაგნერის”-ს ამხედრო ბაზაზეა შემჩნეული.
გამოცემა The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ, სულ მცირე, სამი – თურქული წარმოების დრონი განლაგებულია მალის აეროპორტში, რომელიც ადრე “ვაგნერის” მიერ სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა.
მეტამონაცემების მიხედვით, ფოტოები გადაღებულია 30 აგვისტოს, სავარაუდოდ, ვერტმფრენიდან, რომელიც ან აფრინდა ან უახლოვდებოდა სევარეს სამხედრო ბაზას.
ეს მოხდა ტვერის მახლობლად ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ.
“ვაგნერში” წყაროებიდან ირკვევა, რომ იმ დროისთვის სევარში სამხედრო ბაზაზე კონტროლი უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის იყო გადაცემული.
როგორც გამოცემა წერს, ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ რუს სამხედროებს ახლა აქვთ დრონები, რომლებიც ადრე მიეწოდებოდა თურქეთის არმიას და გამოიყენებოდა უკრაინის მიერ.