აშშ-მა უკრაინას კონტრშეტევის გასაძლიერებლად ერთი მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე კონტრშეტევაში პროგრესი დაჩქარდა. ეს ახალი დახმარება ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას და შემდგომი იმპულსის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი სამხედრო, ჰუმანიტარულ და საბიუჯეტო ნაწილს მოიცავს.

„უკრაინის გვერდით დგომას ვაგრძელებთ და დღეს ამ საერთო ძალისხმევისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ. აქ შედის 665.5 მილიონი უსაფრთხოების სფეროში ახალი სამხედრო და სამოქალაქო დახმარება. ჯამურად, რუსული სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები