ანჯეი დუდა: პოლონეთი გეგმავს, რომ მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტი თავდაცვაზე დახარჯოს

Polish President Andrzej Duda speaks during a news conference in Szypliszki, Poland July 7, 2022. REUTERS/Janis Laizans

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყანა გეგმავს, რომ მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტი თავდაცვაზე დახარჯოს.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ წარმოქმნილ საფრთხეს ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა, ჩვენ მშვენივრად ვიცით – ისტორიამ და გამოცდილებამ გვასწავლა ეს – რომ ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს იმისათვის, რომ პოლონეთი იყოს თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი და პოლონელებმა უსაფრთხოდ იცხოვრონ.

მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 137 მილიარდი ზლოტის [33 მილიარდი დოლარი] დახარჯვას თავდაცვისთვის. ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტზე მეტია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები