გიორგი ვოლსკი: 2028 წლამდე პერიოდი აუცილებელია იმისთვის, რათა საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს რას ნიშნავს ეს პორტფელები, საიდან როგორ შეიძლება გადატანა დანაზოგის
“ეს პერიოდი 2028 წლამდე აუცილებელია იმისთვის, რათა საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს რას ნიშნავს ეს პორტფელები, საიდან როგორ შეიძლება გადატანა თავისი დანაზოგის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ დაგროვებითი პენსიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამომავლოდ პენსია სწორედ ისეთი იქნება, როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშია.
“თუმცა, ურისკო პორტფელი გარანტიას იძლევა იმისა, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ პენსიის თემას. და თუ ამ ეტაპზე ვერ მოესწრო ბევრი ხალხი იმას, რომ ღირსების დამსახურების მიხედვით მიეღო პენსია, სამომავლოდ სწორედ ასეთი იქნება როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშია. ერთხელ და სამუდამოდ ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო და სწორედ ეს გაკეთდა”, – აცხადებს ვოლსკი.