კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო
კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად დააზიანა.
შესაბამისი ფოტო- და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.