ავჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ავჭალის დასახლებაში, იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე, კერძო ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები