სამტრედიაში გამოჩინებულიდან ზანდოს მონასტრის მიმართულებით ბეტონის გზა იგება

გამოჩინებულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის მამათა ე.წ ზანდოს მონასტრის მიმართულებით ბეტონის გზა იგება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდორს ყოფილა. აღნიშნული გზით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები და მომლოცველები. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა მუნიციპალიტეტის მერი,დავით ბახტაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. როგორც მერმა განმარტა გზის დაგების პროცესი გეგმა-გრაგიკის დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები