ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო მიწოდების შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან საბრძოლო მასალებისა და სხვა მასალების შეძენასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ, სამხედრო მოწოდებების გარდა, მოსკოვს ასევე შეუძლია, ნედლეულის შესაძენად გარიგება დადოს თავდაცვის ინდუსტრიის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა პრესკონფერენციაზე როგორც რუსეთი, ასევე, ჩრდილოეთ კორეა გააკრიტიკა.

„ამ იარაღის მოპოვებისას, რუსეთი დაარღვევს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, მათ შორის, იმ რეზოლუციებს, რომლებსაც თავად მისცა ხმა. იარაღის ნებისმიერი ასეთი გარიგება იქნება უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი რეზოლუციის სერიოზული დარღვევა, რომელიც მიღებულია მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ტესტირება ჩაატარა და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა“, – თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები