საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების 4 მატარებლების კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან უწყვეტ გეგმურ შეკეთებას უზრუნველყოფს.

ქართულმა და შვეიცარიულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები