თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

წელს პირველად, ღონისძიება დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. სიტყვით გამოსვლისას თეა ახვლედიანმა ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები