მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ჯვაროსნები“ ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 70-59 დაამარცხეს.
მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 1-ელ სექტემბერს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.