ძლიერი წვიმის გამო, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ავიარეისები დაგვიანებით შესრულდა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ავიაკომპანია “აზერბაიჯანის ავიახაზების” და Buta Airways-ის რეისები დაგვიანებით შესრულდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას “აზერბაიჯანის ავიახაზების” პრესსამსახურში განუცხადეს.

აღნიშნულია, რომ ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ ბაქო-თბილისის რეისები შესრულდა.

დაგვიანებული რეისების მგზავრებს კვება და სასმელი შესთავაზეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები