სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თბილისის ფილიალი ხვალ, 9 საათის ნაცვლად 12 საათზე გაიხსნება
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თბილისის ფილიალი, დილის 9:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ინტენსიური წვიმის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემა გახდა.
„გაცნობებთ, რომ ინტენსიური წვიმის გამო, მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თბილისის ფილიალში შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, რის გამოც ოფისი გაიხსნება 09:00 სთ-ის ნაცვლად დილის 12:00 სთ-ზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ვიზიტი დაგეგმოთ მითითებული დროის შესაბამისად. ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.