იტალიაში ბინების ძარვისთვის საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.
ამის შესახებ ინფორმაციას Gazzettadisalerno ავრცელებს.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია მოიპარა. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.