“თბილისში უხვი ნალექის შედეგად დაშავებულები არ არიან” – საგანგებო სიტუაციების სამსახური 

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს პრობლემები შეუქმნა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო ძირითად დატბორილია სარდაფები, გზები.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გლდანის რაიონი.

უწყებაში უამინდობის შედეგად დაშავებულთა შესახებ შეტყობინება არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები