თბილისის მერია უამინდობასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22″,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები