საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ოთხ რეგიონში მოსახლეობასთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს ოთხ რეგიონში მოსახლეობასთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა.

უწყების ცნობით, კახეთის, აჭარის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში მოსახლეობასთან, სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის მანდატის და როლის თაობაზე, ასევე სერვისების ხელმისაწვდომობისა და სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების გზით, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
რეგიონული შეხვედრები ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები