თალიბანმა ავღანეთში ქალებს ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა

თალიბანმა ქალებს ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია, ქვეყნის ვიცე და სათნოების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს მტკიცებით,  ქალები არ იცავენ ჰიჯაბის ტარების წესს ბამიანის პროვინციაში მდებარე ბანდი-ამირის პარკში.

სამინისტროს მეთაურმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ პროვინცია მიმდინარე თვეში მოინახულა და უსაფრთხოების თანამშრომლებს სთხოვა ქალები პარკში არ შეუშვან.

მისი თქმით, ადგილების მონახულება ქალებისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები