კრემლმა დასავლურ „სპეკულაციებს“ პრიგოჟინის გარდაცვალებაში მონაწილეობის შესახებ „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა

“დასავლეთში ვრცელდება სპეკულაცია ავიაკატასტროფის შესახებ, რომელშიც “ვაგნერის” ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, ეს ყველაფერი სიცრუეა”, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ახლა, რა თქმა უნდა, ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფისა და თვითმფრინავის მგზავრების ტრაგიკული დაღუპვის შესახებ, მათ შორის, ევგენი პრიგოჟინის. დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხიდან მიეწოდება საზოგადოებას. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები