დაესწრება თუ არა პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას – პესკოვის პასუხი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, დაესწრება თუ არა ვლადიმერ პუტინი “ვაგნერის ჯგუფის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას.
პესკოვის განმარტებით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება საგამოძიებო პროცედურები, სახელმწიფოს მეთაურს კი, ზოგადად, დატვირთული გრაფიკი აქვს.
„ჯერჯერობით, უცნობია. ფაქტია, რომ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება საჭირო ექსპერტიზები და გამოძიებასთან დაკავშირებული აუცილებელი მოქმედებები. ამიტომ, ახლა, როცა დაკრძალვის თარიღები და ა.შ. არ არსებობს, ამაზე ლაპარაკი საერთოდ შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, რომ პრეზიდენტს ახლა საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს“, – განაცხადა პესკოვმა.