ბერლინში ქართველ გოგოს ეძებენ
ბერლინში ქართველ გოგოს ეძებენ. ინფორმაციას მისი ახლობელი, ანანიკო ქუთელია გერმანიის ქართული სათვისტომოს ჯგუფში ავრცელებს:
“გამარჯობა, დაიკარგა ქართველი გოგონა ბერლინში, თინათინ (თიკო) დოლიძე
(ამჟამად, საბუთებში არის, როგორც გოდუაძე). ბოლოს ორი დღის წინ ნახეს ქართველებმა შარლოტენბურგის S ბანზე, იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში. ასევე, ნახეს გუშინ დილის 9 საათზე, ეძინა მეტროში (S9). ძალიან გთხოვთ, იყავით ყურადღებით და სადმე თუ შეამჩნევთ, ფოტო გადაუღეთ და აუცილებლად შეგვატყობინეთ! აცვია ლურჯი კედები, ლურჯი ჯინსი, თეთრი მოკლემკლავიანი მაისური. ვინც ბერლინში ხართ, ხვალ 19:00 საათზე ვიკრიბებით და ძალიან გთხოვთ დაპლიუსდით, შექმნილი გვაქვს ჩათი თინათინისთვის! ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. გავერთიანდეთ, ძალიან გთხოვთ!!!
Update:ადვოკატმა დარეკა პოლიციაში და არსად არ ფიქსირდება, ფსიქიატრიულში რომ იყოს, აუცილებლად პოლიციას შეატყობინებდნენო”, – წერს ანანიკო ქუთელია.