ჯო ბაიდენი G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის(G20) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სამიტი სექტემბერში ინდოეთში ჩატარდება.
ჯეიკ სალივანის თქმით, “ჯო ბაიდენი 7-10 სექტემბერს ნიუ-დელის ეწვევა, სადაც დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტს დაესწრება”.