საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ევროსის რეგიონში, დადიას ეროვნულ პარკში, სადაც ორი დღეა ხანძრების კერებს ებრძვიან, 18 ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ Kathimerini წერს.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, იანის არტოფიოსმა თქვა, განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ დაღუპულები მიგრანტები არიან.
21 აგვისტოს მდგომარეობით, რეგიონის ტერიტორიაზე ევაკუაციის 112 შეტყობინება იყო გაგზავნილი.
საბერძნეთის პოლიციამ ადგილზე იდენტიფიცირებისთვის ჯგუფი გაგზავნა.
საბერძნეთში ამ დროისთვის ხანძრების 7 ახალი კერა ფიქსირდება.
ხანძრის გამო ალექსანდრუპოლისის საავადმყოფოს პაციენტებია ევაკუირებული.
21 აგვისტოს ბერძენი მეხანძრეების დასახმარებლად კოლეგები რუმინეთიდან გაემგზავრნენ.
ხანძრებთან დაკავშირებით საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა.
„საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ:
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:
საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.