თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო
თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.