ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილოეთით, შონსის მთიანი პროვინციის ქალაქ იანანის გარეუბანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება გვიან ღამით მოხდა.

აფეთქების მომენტში შახტში 90 მაღაროელი იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გახდა ყველაზე მომაკვდინებელი თებერვალში, შიდა მონღოლეთის ჩრდილოეთ რეგიონში კარიერის ნგრევის შემდეგ, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ABC News წერს, რომ, გახმაურებული ინციდენტების მიუხედავად, ჩინეთში სამრეწველო ავარიების საერთო რაოდენობა 2022 წელს 27%-ით შემცირდა, როდესაც ჩინეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი “ნულოვანი კოვიდის” პირობებში გაჩერებული იყო. ამ დროს დაღუპულთა რიცხვი 23,6%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები