თეა გოდოლაძე – მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე: იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა, როგორ გგონიათ, 17 წლის ბიჭს მე ვცემდი?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ, 17 წლის ბიჭს მე ვცემდი, თუ როგორ არის საქმე? თუ პირიქით არის და პროკურატურა პირიქით მედავება, რაც აბსოლუტურად ცხადია. როგორ ფიქრობთ, მე მოვერეოდი მამა-შვილს? კაცებს მე მოვერეოდი?

მე ველოდები ჩემს ადვოკატებს, რომ გავავრცელო ინფორმაცია ჩემი “ფეისბუკიდან”. ამასთან დაკავშირებით შეფასებას ახლა გავივლი”,  – განაცხადა “კურიერთან” სატელეფონო საუბრის დროს, თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, “კურიერის” ინფორმაციით, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. კერძოდ, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით. საუბარია არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე. ამჟამად, გოდოლაძეს 2 000- ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები