მაუის მერის, რიჩარდ ბისენის განცხადებით, ლაჰანიაში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად 850 ადამიანია დაკარგული.
მისი თქმით, ამ რიცხვში დადებითი დინამიკაც არის, რადგან თავდაპირველად დაკარგულად 2000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნეოდა.
მერის თქმით, სიის შედგენიდან 1285 პირი მოიძებნა.
ამავე დროს, სტიქიის შედეგად 114 ადამიანი გარდაცვლილია, მათგან 27 იდენტიფიცირებულია.
”ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ყველაფერი იგივე არ იქნება. იგივე მხოლოდ ის იქნება, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე, როგორო ვგლოვობთ და გავდივართ ამ ყველაფერს ერთად”, – თქვა მან.
ამავე დროს, მაუის გუბერნატორმა თქვა, რომ ამ დროისთვის ტერიტორიის 85%-ზე მეტია შემოწმებული.