ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, სტამბოლის მერია მოსახლეობას წყლის ეკონომიისკენ მოუწოდებს

სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ ქალაქის 16-მილიონიან მოსახლეობას წყლის დაზოგვისკენ მოუწოდა.

როგორც ჩინოვნიკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამის მიზეზია სავარაუდო გვალვა.

“პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე კვირას სტამბოლში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოვუწოდებ ყველა, ჩვენს მოქალაქეს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება წყლის მოხმარებისას და მეტი დაზოგონ. ჩვენი ქალაქი და ქვეყანა გვალვის საფრთხის წინაშე დგას”, – დაწერა მან.

ქალაქის მერიის ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, 20 აგვისტოს მდგომარეობით, წყალსაცავებში ნორმაზე 32,38%-ით ნაკლებია, რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირას სტამბოლში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები