შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25 იდენტიფიცირებულია, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს – ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25-ია იდენტიფიცირებული.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქეა გარდაცვლილი, 25-ია იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის მერებს, ჩემს კოლეგებს, გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები