ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ღვარცოფული ნაკადის გამო, ადგილზე მობილიზებული იყო თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილის განცხადებით, ღვარცოფული ნაკადის გამოვლის გამო ადგილზე მობილიზებული იყო თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით.

მისი თქმით, ადგილზე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ჩავიდნენ გეოლოგები, რომლებმაც კონკრეტული ლოკაციები მოიარეს და შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებენ.

„რამდენიმესაათიანი წვიმის სახით უხვი ნალექი იყო, რასაც ე.წ. თარგმნის დასახლებაში მოჰყვა ხევში მდინარის ადიდება, მცირე ნაწილის ნაშალი მასის ჩამოსვლა. ასევე სოფელ გერგეტში მდინარე რუისწყალი ადიდდა, კონკრეტულ ადგილებზე კოტეჯებთან მისასვლელი გზა დაზიანდა, მაგრამ მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. მობილიზებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა სამსახური შესაბამისი ტექნიკით. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ჩამოვიდნენ გეოლოგები, რომლებმაც მოიარეს კონკრეტული ლოკაციები და ველოდებით მათ დასკვნას“, – განაცხადა დავით ქირიკაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები