დმიტრო კულება: უკრაინის სტრატეგია აფრიკის რუსული გავლენისგან გათავისუფლებაა

უკრაინამ აფრიკასთან ურთიერთობის აღსადგენად და ამ კონტინენტზე აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის „ბატონობის“ შესამცირებლად, რომელიც იძულებაზე, კორუფციასა და შიშზეა დაფუძნებული, ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ France-Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკული ქვეყნების უმეტესობა მიმდინარე ომის ფონზე კვლავ ავლენს თავის „ნეიტრალურობას“, აფრიკაში რუსული პოზიციების ნელი ეროზია ხდება.

მისივე თქმით, უკრაინის სტრატეგია არის არა რუსეთის ჩანაცვლება, არამედ აფრიკის გათავისუფლება რუსული გავლენისგან.

„მოსკოვს აქვს მხოლოდ ორი ძლიერი ინსტრუმენტი აფრიკაში მუშაობისთვის – პროპაგანდა და [რუსული PMC, რომელიც მსოფლიოში კრიმინალურ ორგანიზაციად არის აღიარებული] „ვაგნერი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები