ირაკლი გელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ირაკლი გელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
შესაბამის ინფორმაციას ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ასეთი წერილი მივიღე ჩემთვის უცნობი Irakli Gelashvili-სგან… გავაცნობიერე მისი გასაჭირი და ვაზიარებ მის მესიჯს… გამარჯობა. თქვენთან სათხოვარი მაქვს, იქნებ შეძლოთ და გვერდში დამიდგეთ. მე ვარ ირაკლი გელაშვილი. უკვე 5 წელია რაც ინვალიდი ვარ. ვერ ვჯდები, ჩემით ვერ ვწვები, ვერ ვდგები – ვერაფერს ვაკეთებ გარდა უმოძრაოდ წოლისა.
ვიტარებ მასაჟის კურსებს, რათა ჩემით მოვახერხო ეტლში გადაჯდომა მაინც.
მთელი გულით გთხოვთ, გვერდში დამიდგეთ. მეტი აღარ შემიძლია. იქნებ პოსტის დადებით დამეხმაროთ. ძალიან გთხოვთ, რომ განვაგრძო რეაბილიტაცია.
მე არ მყავს არავინ – არც დედა, არც მამა, არც ცოლი, მხოლოდ ძმა მყავს, რომელიც მივლის და ისიც ჩემი მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს.
გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე დამიდგეთ გვერდში.
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ მობრძანდეთ და მნახოთ რა მდგომარეობაშიც ვარ.
გთხოვთ, თუნდაც 1 ლარით და 1 გაზიარებით დამიდგეთ გვერდში.
თიბისი ბანკი #GE88TB7048045068100008 მიმღები ირაკლი გელაშვილი
საქართველოს ბანკი #GE36BG0000000698240500 მიმღები ირაკლი გელაშვილი
ლიბერთი ბანკი #GE41LB0211153697373000 მიმღები ირაკლი გელაშვილი პ/ნ 01001068972”,- წერს დავითაია.